04 აგვისტო 2026,   14:31
ვრცლად
ბათუმში საახალწლო კონცერტი იმართება

დედაქალაქსა და რეგიონებში სადღესასწაულო განწყობაა. თბილისთან ერთად, საახალწლო ღონისძიებებს მასპინძლობს ბათუმიც.

გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, ადგილობრივი კერძები და თოვლის ბაბუა... პატარა სტუმრების სადღესასწაულო განწყობაზე ანიმატორები ზრუნავენ. ევროპის მოედანზე მოწყობილ სოფელში ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, ამ წუთებში კი სცენაზე ქართველი შემსრულებლები არიან.

 

ავტორი: ია გოლიაძე

 

დღის ამბები