08 აგვისტო 2026,   01:57
ვრცლად
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონებსა და პრიზიორებს, გულშემატკივარმა მშობლიურ ქალაქში საზეიმო დახვედრა მოუწყო

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონებსა და პრიზიორებს, გულშემატკივარმა მშობლიურ ქალაქში საზეიმო დახვედრა მოუწყო. ღონისძიება ამბროლაურის მერიის ორგანიზებით მოეწყო. მათ მადლობის სიგელები გადაეცათ.

ბათუმში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძე და გიორგი ელბაქიძე საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, საბა კობახიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ნიკოლოზ ჩაჩხუნაშვილი და გიორგი გოგრიჭიანი კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.

დღის ამბები