რთული მეტეოროლოგიური პირობები ნარჩუნდება დასავლეთ საქართველოში. მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. ამ ეტაპზე, ყველა ძირითად მიმართულებაზე გზები გაწმენდილია.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, მაღალი ზონის სოფლებში მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები.