საბერძნეთი მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ათენის ჩრდილო-დასავლეთით, ატიკის რეგიონში, სადაც სტიქიასთან ბრძოლას ბოლო დღეებში რამდენიმე მეხანძრე ემსხვერპლა.
დაზარალებული რაიონებიდან ათასი ადამიანია ევაკუირებული. კერების ჩაქრობას 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ავიაცია.
ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის კერების ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება კუნძულებზეც - მათ შორის პელოპონესზე, პაროსზე და ლესბოსზე.