რუსთავში, ავარიული საცხოვრებელი შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია გრძელდება.
პროექტი ახალი კონსტრუქციის მოწყობას, ავარიული ნაწილის დემონტაჟს, ფასადის სრულ განახლებას, თბოიზოლაციას, ასევე ახალი სახურავისა და კარ-ფანჯრების მონტაჟს ითვალისწინებს.
სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს აღემატება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროგრამის პირველ ეტაპზე განახლდება 17 კორპუსი.