04 აგვისტო 2026,   19:21
ვრცლად
თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო 250 მილიონ დოლარიანი შეთანხმება გაფორმდა

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო 250 მილიონ დოლარიანი შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ეიდიბის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისის შემოვლითი გზის, დაახლოებით, 19 კილომეტრიანი, ოთხზოლიანი, გამყოფი ზოლით აღჭურვილი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა.

"გაფორმდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის, რომელიც ითვალისწინებს 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსების გამოყოფას საქართველოსთვის, რომელიც განსაზღვრულია თბილისის შემოვლითი გზისთვის. კერძოდ: 4 ზოლიანი, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის. ეს, მათ შორის, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე თანამედროვე სისტემების დანერგვის მიმართულებით. აზიის განვითარების ბანკი ტრადიციულად არის მოწინავე ფინანსური ინსტიტუტი საქართველოსთვის, რომელსაც საქართველოში აქვს ინვესტირებული 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკი ძალიან აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა პროექტებში ინვესტირებას საქართველოში, რომელიც პრაქტიკულად მოიცავს ყველა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

დღის ამბები