08 აგვისტო 2026,   04:06
ვრცლად
2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა

მილანში, "სან-სიროს" ოლიმპიურ სტადიონზე, ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. გახსნის გრანდიოზულ ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იყვნენ - ფიგურული მოციგურავეები ლუკა ბერულავა და დიანა დევისი;

გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ესწრებოდნენ.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში ასპარეზობენ, კერძოდ, საქართველოს წარმოადგენენ შემდეგი სპორტსმენები: ნიკა ეგაძე (ფიგურული ციგურაობა), ანასტასია გუბანოვა (ფიგურული ციგურაობა), ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი (ფიგურული ციგურაობა), დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი (ფიგურული ციგურაობა), ნინო წიკლაური (სამთო-სათხილამურო სპორტი) და ლუკა ბუჩუკური (სამთო-სათხილამურო სპორტი).

მილან-კორტინის ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ 22 თებერვალს დაიხურება.

დღის ამბები