04 აგვისტო 2026,   20:23
ვრცლად
პრემიერი: შევთანხმდით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

"შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი" პრინციპის შესაბამისად, სტუ გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერა იმ რეფორმის მიმართ, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უნივერსიტეტი სრულად უჭერს მხარს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კონცეფციით გათვალისწინებულ ცვლილებებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხარდაჭერა რეფორმის მიმართ. რაც შეეხება მთავარ საკითხს, ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომელიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. ანუ, აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი, რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩება მილევად რეჟიმში, შესაბამისად, ამ წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება. ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რაზეც შევჯერდით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს იყვნენ შეხვედრაზე, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, აკადემიურ პერსონალს და აკადემიური საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.

"ძალიან ღირებული იყო დისკუსიები, რომლებიც გაიმართა. შინაარსობრივად დატვირთული იყო ეს დისკუსია და მოხარულები ვართ, რომ შევჯერდით ერთიან გადაწყვეტილებაზე ყველაზე პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

გარდა ამისაერთი ქალაქიერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისადსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტადეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაშესაბამისადტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინებირომელიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდაასევესაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიმომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზერომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაშიშესაბამისადტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმშიანუაღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტირაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებსისინი დარჩება მილევად რეჟიმშიშესაბამისადამ წლიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდებაეს არის ის საერთო გადაწყვეტილებარაზეც შევჯერდით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებსრომლებიც დღეს იყვნენ შეხვედრაზეუნივერსიტეტის ხელმძღვანელობასაკადემიურ პერსონალს და აკადემიური საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.

 

ძალიან ღირებული იყო დისკუსიებირომლებიც გაიმართაშინაარსობრივად დატვირთული იყო ეს დისკუსია და მოხარულები ვართრომ შევჯერდით ერთიან გადაწყვეტილებაზე ყველაზე პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები