140-მდე ქვეყანა, ევროპული კინოს ასობით წარმომადგენელი და ქართული ფილმი საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.
რიგით 76-ე "ბერლინალეს" ევროპული კინოს ბაზრობაზე, გიორგი ოვაშვილის ახალი, სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა. "მთვარე მამაა ჩემი" - მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი ემოციებისა და წარსულის ფონზე, გადარჩენას და სიბნელეში სინათლის პოვნას ცდილობენ. ფილმს არაერთი საერთაშორისო წარმატება უკვე აქვს.
ევროპული ბაზრობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებსა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. მათ შორისა, ეროვნული კინოცენტრი, რომელიც ყოველწლიურად საქართველოს პავილიონს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულმა დელეგაციამ უცხოელ კოლეგებს მიღებაზეც უმასპინძლა.
ლოკარნო, კარლოვი ვარი, შანხაი, ვენეცია, ანესისა - ეს არასრული ჩამონათვალია საერთაშორისო ფესტივალების, რომლის წარმომადგენლებთან ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა.
ვიზიტის ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი აზერბაიჯანის კინოს სააგენტოსთანაც გაფორმდა. "ბერლინალე" ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალია, სადაც ევროპული ფილმების მარკეტი ფუნქციონირებს.
კინომარათონი 22 თებერვალს დასრულდება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი