ტყუის თუ არა გიორგი გახარია, როდესაც ამბობს, რომ ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიწვიეს? პარტიამ ფეისბუქზე დადო ანონსი, რომ გახარია მიუნხენის კონფერენციას დაესწრებოდა და ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავდა, თუმცა კონფერენცია ისე დასრულდა, რომ არც გახარიას და არც მის პარტიას მიუნხენში ყოფნის ან შეხვედრის ამსახველი არცერთი ფოტო ან ვიდოემასალა არ გამოუქვეყნებია. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას მორიგ სიცრუეზე საუბრობს და ეჭვობს, რომ გახარია მიუნხენში საერთოდ არ ყოფილა.
თავად ექსპრემიერის პარტიაში აცხადებენ, რომ გახარია პოპულისტური ნაბიჯებით არ გამოირჩევა და სხვა შეხვედრებიდანაც არ აქვეყნებდა ფოტოებს.
"გიორგი გახარია, არც ოპოზიციაში ყოფნის დროს და არც ოპოზიციამდე არ გამოირჩეოდა პოპულიზმით და ფოტოების ფრიალით. იმყოფებოდა მიუნხენის კონფერენციაზე, გვქონდა ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შეხვედრები, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების რამდენიმე ვიცე პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრებთან. იყო დახურული შეხვედრა, შესაბამისად კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, გიგა ფარულავამ.