26 ოქტომბერი 2026,   18:32
ვრცლად
"გიორგი გახარიას მიზანი არის არა ფოტოების გადაღება, არამედ საქმის კეთება" - გიორგი შარაშიძე

ტყუის თუ არა გიორგი გახარია, როდესაც ამბობს, რომ ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიწვიეს?

პარტიამ ფეისბუქზე დადო ანონსი, რომ გახარია მიუნხენის კონფერენციას დაესწრებოდა და ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავდა, თუმცა კონფერენცია ისე დასრულდა, რომ არც გახარიას და არც მის პარტიას მიუნხენში ყოფნის ან შეხვედრის ამსახველი არცერთი ფოტო ან ვიდოემასალა არ გამოუქვეყნებია.

მმართველი გუნდი გიორგი გახარიას მორიგ სიცრუეზე საუბრობს და ეჭვობს, რომ გახარია მიუნხენში საერთოდ არ ყოფილა.

საპასუხოდ, პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ თავად პარტიის პრეროგატივაა რას გაასაჯაროებენ და რას არა.

"გიორგი გახარია ევროპაში დიდი ხანია მუშაობს იმ უმნიშვნელოვანეს თემაზე, რომ საქართველო არ გაქრეს ევროპული დღის წესრიგიდან.

ყველა შეხვედრას აქვს თავის მიზანი, ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიას მიზანი არის არა ფოტოების გადაღება, არამედ საქმის კეთება. ჩვენი გადასაწყვეტია რას გავასაჯაროებთ და რას არ გავასაჯაროებთ", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დღის ამბები