28 ოქტომბერი 2026,   13:04
ვრცლად
"თუ შეხვედრები შედგა, ლოგიკურია, რომ მათ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაევრცელებინათ... არსებობს კითხვის ნიშნები" - ლევან მაჭავარიანი გახარიაზე

ტყუის თუ არა გიორგი გახარია, როდესაც ამბობს, რომ ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიწვიეს?

პარტიამ ფეისბუქზე დადო ანონსი, რომ გახარია მიუნხენის კონფერენციას დაესწრებოდა და ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავდა, თუმცა კონფერენცია ისე დასრულდა, რომ არც გახარიას და არც მის პარტიას მიუნხენში ყოფნის ან შეხვედრის ამსახველი არცერთი ფოტო ან ვიდოემასალა არ გამოუქვეყნებია.

მმართველი გუნდი გიორგი გახარიას მორიგ სიცრუეზე საუბრობს და ეჭვობს, რომ გახარია მიუნხენში საერთოდ არ ყოფილა.

საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ლევან მაჭავარიანს.

"ერთი ფოტო არ დაუდიათ. მისი თანაპარტიელი, ბატონი ფარულავა, დაბეჯითებით აცხადებდა, რომ ბატონ გახარიას არამც თუ მონაწილეობა აქვს მიღებული ამ კონფერენციაში, არამედ რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა.

თუ ეს შეხვედრები შედგა, ლოგიკურია, რომ მათ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაევრცელებინათ თავის პარტიულ გვერდზე, თუმცა არანაირი ინფორმაცია არ არის გავრცელებული. რა თქმა უნდა, არსებობს კითხვის ნიშნები", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები