16 ოქტომბერი 2026,   02:51
ვრცლად
"როგორც ჩანს, გახარია უჩინმაჩინის ქუდით იყო მისული მიუნხენის კონფერენციაზე, იმიტომ, რომ ისე შევიდა და გამოვიდა, არავის დაუნახავს" - რატი იონათამიშვილი

ტყუის თუ არა გიორგი გახარია, როდესაც ამბობს, რომ ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიწვიეს?

პარტიამ ფეისბუქზე დადო ანონსი, რომ გახარია მიუნხენის კონფერენციას დაესწრებოდა და ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავდა, თუმცა კონფერენცია ისე დასრულდა, რომ არც გახარიას და არც მის პარტიას მიუნხენში ყოფნის ან შეხვედრის ამსახველი არცერთი ფოტო ან ვიდოემასალა არ გამოუქვეყნებია.

მმართველი გუნდი გიორგი გახარიას მორიგ სიცრუეზე საუბრობს და ეჭვობს, რომ გახარია მიუნხენში საერთოდ არ ყოფილა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, გიორგი გახარია მიჩვეულია ტყუილების თქმას, რასაც ვერ გადაეჩვევა.

"როგორც ჩანს, გახარია უჩინმაჩინის ქუდით იყო მისული მიუნხენის კონფერენციაზე, იმიტომ, რომ ისე შევიდა და გამოვიდა, არავის დაუნახავს.

ადრე, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ზრდილობისთვის, ქუჩაში მაინც იღებდნენ სურათებს და ამბობდნენ - დავესწარით, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციას და ა.შ.

ახლა ამის უნარიც აღარ აქვთ. როდესაც ადამიანი მიჩვეულია ტყუილების თქმას, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ გადაეჩვევა", - განაცხადა რატი იონათამიშვიმა.

დღის ამბები