27 ოქტომბერი 2026,   04:57
ვრცლად
"ეს არის ძალიან დროული გადაწყვეტილება, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაჩნდება უფრო მეტი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დასაქმდნენ" - გიორგი გაბუნია

პირველი მარტიდან, მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა ეკრძალებათ. მთავრობის შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა. განკარგულებაში გაწერილია ის პროფესიები და შრომითი/ სამეწარმეო საქმიანობები, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები.

საკურიერო მომსახურებაზე, მგზავრთა გადაყვანასა და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებაზე ნულოვანი კვოტა განისაზღვრა. აღნიშნული საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ეს არის დროული გადაწყვეტილება, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. 

"ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო პრაქტიკით და ამ განკარგულებით დადგინდა კონკრეტული სტანდარტები იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა ამ სტანდარტების შესაბამისად შეძლონ დასაქმება. ეს არის ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაჩნდება უფრო მეტი შესაძლებლობა იმისთვის, რომ დასაქმდნენ, იმისთვის, რომ მიიღონ შრომითი სარგებელი. ვფიქრობ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში, მოგვცემს კონკრეტულ დადებით შედეგებს, რაც დადებითაც აისახება ჩვენს მოსახლეობაზე," - აცხადებს გიორგი გაბუნია.

 

დღის ამბები