27 ოქტომბერი 2026,   20:48
ვრცლად
"როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოდის საქართველოში, ის უნდა დაექვემდებაროს აქ მოქმედ კანონმდებლობას" - გურამ მაჭარაშვილი

"როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოდის საქართველოში, ის უნდა დაექვემდებაროს აქ მოქმედ კანონმდებლობას, ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქე, როდესაც მიდის სხვა ქვეყანაში, ისიც ექვემდებარება იქაურ კანონმდებლობას", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე,  გურამ მაჭარაშვილი საუბრობს. 

საუბარია საკითხზე, რომლის თანახმადაც, ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა პირველი მარტიდან ეკრძალებათ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

"ყველა უნდა შეეგუოს და შევეგუოთ იმას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ეს არის მოცემულობა. როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოდის საქართველოში, ის უნდა დაექვემდებაროს აქ მოქმედ კანონმდებლობას, ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქე, როდესაც მიდის სხვა ქვეყანაში, ისიც ექვემდებარება იქაურ კანონმდებლობას. ასე, რომ ჯერ უნდა ყველაფერი ლეგალურად მოაწესრიგოს ნებისმიერმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ და ამის შემდგომ შეიძლება იყოს საუბარი ნებისმიერ უფლებაზე, მათ შორის, შრომით უფლებაზე," - აცხადებს  გურამ მაჭარაშვილი. 

დღის ამბები