27 ოქტომბერი 2026,   12:48
ვრცლად
"მდაბიო და დაბალი დონის პოლიტიკური ნარატივების დრო უნდა დამთავრდეს ქართულ პოლიტიკაში" - გიორგი გაბუნია რამდენიმე ონლაინ მედიის მიერ ფაშინიანის ვიზიტის გაშუქებაზე

ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის გაშუქებისას, რამდენიმე ონლაინ მედიამ, ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად მოიხსენიებს, თუმცა ირაკლი კობახიძესა და მაკა ბოჭორიშვილს "ქართული ოცნების" თანამდებობის პირებს უწოდებს. ეს ფაქტი მმართველი გუნდისთვის არის კიდევ ერთი დასტური, რომ "პუბლიკას", "On.ge-ს" და "ნეტგაზეთს" ქვეყნის მიმართ მტრული და ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება აქვთ.

მათივე თქმით, ეს ონლაინმედიები უცხოეთიდან ფინანსდებიან, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას თქმით, მდაბიო და დაბალი დონის პოლიტიკური ნარატივების დრო უნდა დამთავრდეს ქართულ პოლიტიკაში.

"საქართველოს და სომხეთს გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობა, ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით იყო მსჯელობა. ამიტომ, ეს მცდელობა, რომ საქართველოს მთავრობას და მთავრობის ხელმძღვანელს ამ მიმართულებით ჩირქი მოსცხონ და გააკეთონ აქცენტი, რომ თითქოს ის არის "ოცნების" პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა, ეს არის მდაბიო პოლიტიკური ნარატივის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელზეც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ. ზოგადად, ჩვენს პოლიტიკას სჭირდება გაჯანსაღება, ჩვენ ძალიან გვჭირდება ჯანსაღი დისკუსია და მსჯელობა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას აწუხებს. ამიტომ, ამ მდაბიო და დაბალი დონის პოლიტიკური ნარატივების დრო უნდა დამთავრდეს ქართულ პოლიტიკაში", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

დღის ამბები