"ეს ადამიანები არიან საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები" - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გამოცემა THE HILL-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება.
რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ სამწუხაროა, რომ ინსტრუმენტებად მოქალაქეები იქცნენ, რომლებსაც საქართველოს პასპორტი აქვთ.
"ეს ადამიანები არიან საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები. სამწუხაროა, რომ ამ ინსტრუმენტებად ამ ქვეყნის მოქალაქეები იქცნენ, რომლებსაც საქართველოს პასპორტი აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ისინი ანტიქართულ საქმეს ემსახურებიან და სწორედ ამიტომ ვიწოდეთ კრებითად მათ უსამშობლოები. თანაც, ამ ყველაფერს აკეთებენ სწორედ ცილისწამების, ტყუილის და ცრუ ბრალდებების ტირაჟირებით," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
საუბარია სტატიაზე, რომელსაც გამოცემა THE HILL აქვეყნებს. სათაურით "საქართველო ირანის მიერ სანქციების გვერდის ავლის ჰაბი ხდება". სტატიის ავტორი დემოკრატიის დაცვის ფონდის მკვლევარი ქეთი ქორქიაა, რომელიც წერს, რომ საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.