28 ოქტომბერი 2026,   20:57
ვრცლად
"საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველო არასდროს არ იყო გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის" - გიორგი გაბუნია

"საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველო ამ მიმართულებით არის მართალი, რომ საქართველო არასდროს არ იყო გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის", - ამ განცხადებით, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია დარღვევის მტკიცებულებათა არარსებობის გამო ევროკომისიის მხრიდან ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებას ეხმიანება. 

გაბუნია გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებებსაც იხსენებს, რომელიც ამბობდა, რომ არსებობდა კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ყულევის პორტის დასანქცირებას გამოიწვევდა.  

"სანამ ეს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, ვიცით, როგორი აქტიური კამპანია მიმდინარეობდა და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა ორგანიზებულად. გერმანიის ელჩის განცხადებაც გვახსოვს, რომ თურმე ყულევის ტერმინალი მეოცე სასანქციო პაკეტში იყო შეტანილი იმის გამო, რომ ეს საკითხი ეფუძნება კონკრეტულ მტკიცებულებებს.
მაშინ, მინდა, გერმანიის ელჩს ვკითხო, სად არის არგუმენტები და ეს მტკიცებულებები? თუ მტკიცებულებები იყო, მაშინ ყულევის ტერმინალი სანქციების პაკეტიდან რატომ ამოიღეს?
საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველო ამ მიმართულებით არის მართალი, რომ საქართველო არასდროს არ იყო გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის", - აცხადებს გიორგი გაბუნია.

დღის ამბები