27 ოქტომბერი 2026,   03:39
ვრცლად
მიკერძოებული, პოლონეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ე.წ. ექსპერტი 2 დღის განმავლობაში "იძიებდა" ზღვა მასალას, რომელსაც 100 გვერდზე მეტი ფორმატი სჭირდება - დავით მათიკაშვილი "მოსკოვის მექანიზმზე"

ვარაუდებზე დაფუძნებული დოკუმენტი და ავტორის აღიარება — „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე. ანგარიშის ავტორმა, პატრიცია გრჟებიკმა, რომელიც ამავდროულად პოლონეთის მთავრობის მრჩეველია, განმარტება გააკეთა და ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი დასკვნები საერთაშორისო სასამართლოებთან დაკავშირებით არასწორად იქნა გაგებული. გრჟებიკი აცხადებს, რომ საერთაშორისო ტრიბუნალების ხსენება არ ნიშნავს გამოძიების დაწყების მოთხოვნას. 

თბილისში ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დოკუმენტი პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტია, ავტორმა სრულად უგულებელყო უწყების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, დეზინფორმაციასთან ერთად კი მასში არაერთი შეცდომაა.

„მიკერძოებული, პოლონეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ე.წ. ექსპერტი 2 დღის განმავლობაში "იძიებს" იმდენ ზღვა მასალას, რომელსაც 100 გვერდზე მეტი ფორმატი სჭირდება და ამ ყველაფრის გამომზეურება ხდება საქართველოზე ბრალდებებით და ქართველ ხალხზე თავდასხმის ჭრილში. დღეს გვეუბნება, რომ მხოლოდ მონაყოლზე და მონაჭორზე დაფუძნებით გააკეთა ისეთი დასკვნები, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს ხომ კიდევ ერთი მკაფიო დასტური და მაგალითია, თუ როგორ არ ეშვება საქართველოს ის ძალა ქვეყნის ფარგლებს გარედან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის პროქსი ქვეყნად და ქართველი ხალხის პროქსი ხალხად გამოყენება სურთ დაპირისპირებაში, რაც მიმდინარეობს ევროპის კონტინენტზე“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები