16 ოქტომბერი 2026,   13:45
ვრცლად
კახა კალაძე "მოსკოვის მექანიზმზე": აბსურდია... "კაცობრიობის წინაშე ჩადენილი" [დანაშაული] და ისეთი სისულელეები მოვისმინეთ გუშინ - ჯერ, რა უნდა შეისწავლოს ერთმა ადამიანმა, რომელიც 2 დღით ჩამოდის?

ვარაუდებზე დაფუძნებული დოკუმენტი და ავტორის აღიარება — „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე. ანგარიშის ავტორმა, პატრიცია გრჟებიკმა, რომელიც ამავდროულად პოლონეთის მთავრობის მრჩეველია, განმარტება გააკეთა და ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი დასკვნები საერთაშორისო სასამართლოებთან დაკავშირებით არასწორად იქნა გაგებული. გრჟებიკი აცხადებს, რომ საერთაშორისო ტრიბუნალების ხსენება არ ნიშნავს გამოძიების დაწყების მოთხოვნას. 

თბილისში ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დოკუმენტი პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტია, ავტორმა სრულად უგულებელყო უწყების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, დეზინფორმაციასთან ერთად კი მასში არაერთი შეცდომაა. 

კახა კალაძის შეფასებით, გუშინ გაჟღერებული განცხადებები სრულად აბსურდული და არასერიოზული იყო. მისი თქმით, წარმოდგენილი განმარტებები მიანიშნებს, რომ დასკვნა წინასწარ იყო მომზადებული და ვიზიტი მხოლოდ ფორმალური ხასიათის, ერთგვარი ფარსი გახლდათ.

"აბსურდია... "კაცობრიობის წინაშე ჩადენილი" [დანაშაული] და ისეთი სისულელეები მოვისმინეთ გუშინ, სასაცილო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ის განმარტება, რაც მოვისმინეთ მეტყველებს იმაზე, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი მათი პატრონების მიერ და აქ ჩამოსვლა იყო უბრალოდ ფარსი. უბრალოდ რაღაცები შეისწავლეს, ჯერ რა უნდა შეისწავლოს ერთმა ადამიანმა, რომელიც ჩამოდის 2 დღით. ქართული სამზარეულო ალბათ შეისწავლეს, ქართული ღვინო, მაგრამ ის, რაც დასკვნაში ეწერა, იყო აბსოლუტური აბსურდი", - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები