სამების საკათედრო ტაძარში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან და ოჯახთან ერთად მივიდა.
საქართველოს პატრიარქის სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებიან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე, შინაგან საქმენა მინისტრი გეკა გელაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, საპატრიარქო რეზიდენციიდან სამებაში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს.
მსვლელობა საპატრიარქოდან დაახლოებით ერთი საათის წინ, წმინდა სინოდის 2-საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ დაიწყო. საავტომობილო გზა, ხალხმრავლობის გამო, დილიდან გადაკეტილი იყო, მიღებულია უსაფრთხოების ზომები.
საპატრიარქოსთან, ისევე როგორც სამების საკათედრო ტაძარში, დილიდან შეკრებილები არიან მოქალაქეები, ხელისუფლების წარმომადგენლები.
დღეს, სინოდის სხდომაზე ეპისკოპოსების მიერ განისაზღვრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დღე და ცერემონიის დეტალები - უწმინდესსა და უნეტარესს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
დღეს წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა.