"თუ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვართ ღია ტიპის საზოგადოება და მრავალფეროვნება არის მნიშვნელოვანი, მათ შორის კრიტიკული პოზიციებიც არის ჩვეულებრივი ნორმა, მიუხედავად იმისა, რომ მე ამას არ ვეთანხმები," - ამის შესახებ პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა საუბრობს.
ფარულავა ეხმაურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ ცალკეული პირების მხრიდან შეურაცხმყოფელი და აგრესიული განცხადებების გავრცელებას.
"სამწუხაროა, კონკრეტული ადამიანების კრიტიკა გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ, თუმცა, თუ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვართ ღია ტიპის საზოგადოება და მრავალფეროვნება არის მნიშვნელოვანი, მათ შორის კრიტიკული პოზიციებიც არის ჩვეულებრივი ნორმა, მიუხედავად იმისა, რომ მე ამას არ ვეთანხმები," - აცხადებს ლაშა ფარულავა.