26 ოქტომბერი 2026,   21:50
ვრცლად
გამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელს უშლიდნენ თუნდაც ამ გლოვაში გაერთიანებას - თენგიზ შარმანაშვილი

"მე ამდენი ღვარძლის ნთხევა, ამდენი ბოღმა თუ არსებობდა კიდევ ვინმეში საქართველოში, მე ვერ წარმომედგინა" - პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ეხმაურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ ცალკეული პირების მხრიდან შეურაცხმყოფელი და აგრესიული განცხადებების გავრცელებას. 

შარმანაშვილი ამბობს, რომ იყვნენ გამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელს უშლიდნენ თუნდაც ამ გლოვაში გაერთიანებას. 

"მე ამდენი ღვარძლის ნთხევა, ამდენი ბოღმა თუ არსებობდა კიდევ ვინმეში საქართველოში, მე ვერ წარმომედგინა. თან, ეს იმ ფონზე იყო, როდესაც თითქოს იქითკენ მოწოდება იყო, რომ ერთად ვყოფილიყავით, თუნდაც ამ დღეებში მაინც ვყოფილიყავით ერთად, რომელიც შეიძლება საწინდარი გამხდარიყო საერთო ეროვნული ერთობისა. მაგრამ, ეს რომ არ დაეშვათ, ვინმეს ფიქრადაც რომ არ მოსვლოდა თავში, იმთავითვე დაიწყეს ამის წინააღმდეგობა. გამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელს უშლიდნენ თუნდაც ამ გლოვაში გაერთიანებას," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები