ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიო 14:00 საათზე სიონის ტაძარში პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტ იოვანეს (მჭედლიშვილის) განცხადებით, ავტოკეფალიის აღდგენის დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ყოველწლიურად პარაკლისებს იხდიდა.
"დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან მეცხრე დღე შესრულდა. მოგეხსენებათ საეკლესიო წესით მეცხრე დღე, როგორც მეორმოცე დღე, განსაკუთრებულია.
დღეს არის ავტოკეფალიის აღდგენის დღე, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ყოველწლიურად პარაკლისებს იხდიდა. დღეს შესრულდება პარაკლისი ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი. პანაშვიდს აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო," - აღნიშნა არქიმანდრიტმა, მამა იოვანე (მჭედლიშვილმა).