საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან და ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე დღესთან დაკავშირებით, მსახურებას პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი მეუფე შიო აღასრულებს. ტაძარში შეკრებულია მრევლია.
"ვერცერთი სიტყვა ვერ გამოხატავს იმ დამოკიდებულებას პატრიარქის მიმართ, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ დღეების განმავლობაში. ხალხის მდინარე, რომელიც მიედინებოდა ჩვენი პატრიარქის პატივსაცემად. მე მადლიერი ვარ ღმერთის, რომ მომიწია იმ ნახევარსაუკუნოვან ეპოქაში ცხოვრება, რასაც ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობა ჰქვია," - აღნიშნა ერთ-ერთმა მრევლმა.
დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 109 წელი გავიდა. სვეტიცხოველში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე ქართული ეკლესიის ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღადგინა. ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად 1990 წელს, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ძალისხმევით აღიარა.