30 ოქტომბერი 2026,   08:13
ვრცლად
მაქსიმალურად იქნება ის მიზანი მიღწეული, რომელზეც კომისია საუბრობს - გურამ მაჭარაშვილი ფასების შემსწავლელ კომისიაზე

რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია ისევ იკრიბება. სხდომა ამ წუთებში იწყება.

დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში, ამჯერად, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ელოდებიან. მათთან ერთად მოხდება მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა.

სხდომის დაწყებაზე, ჟურნალისტებთან ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილემ. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მაქსიმალურს გააკეთებენ, რათა კომისიის მიერ დასახული მიზანი შესრულდეს. 

"მიდის საკითხების დეტალური შესწავლა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ არაერთხელ აღნიშნა, არსებობს რაღაც სისტემა, რომელზეც იმუშავებს როგორც კომისია და პარლამენტი, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება. 

აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად იქნება ის მიზანი მიღწეული, რომელზეც საუბრობს-ხოლმე კომისიის თავმჯდომარე და ზოგადად, კომისია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

 

დღის ამბები