"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაცია, რომელიც შედგა ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს შორის" - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო კომუნიკაცია, რომელიც შედგა ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს შორის. საზოგადოებისთვის და ამერიკული მხარისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მზაობა გვაქვს, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან განახლდეს, სტრატეგიული თანამშრომლობა მართლაც მაღალ დონეზე იქნას აყვანილი და ორმხრივი სარგებლიანი ურთიერთობა გვქონდეს.
ეს ზარი და კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს საკმაოდ გაწერილი პროცესი ამის შემდეგ უფრო დინამიკურად და შინაარსობრივად დატვირთულად გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.