"რუსთავი 2-ის" ეთერში "ქართულის" ლაივკონცერტები იწყება. მუსიკალური პროექტის მონაწილეებს მაყურებელი უკვე პირდაპირ ეთერში იხილავს.
პირველი კონცერტი სრულად ეთმობა ქართველი ქალი კომპოზიტორების შემოქმედებას.
მომღერლებს სულ ხუთ ლაივკონცერტში მოუწევთ მონაწილეობის მიღება.
ვასო აბაშიძის სახელობის ეროვნული თეატრის სცენაზე კონკურსანტები მსმენელის წინაშე ბენდის, შოუს ფინალში კი ორკესტრის თანხლებით წარდგებიან.