04 ივნისი 2026,   04:23
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე და ორმხრივ დონეზე ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის წარმატებულ განვითარებაზე მეტყველებს.

საუბარი შეეხო ნაყოფიერ საპარლამენტო კავშირებს, ასევე, წარმატებულ ურთიერთობებს ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის სფეროებში.

მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განვითარების, ასევე, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხები. ხაზი გაესვა აღნიშნული პროცესების მნიშვნელობას რეგიონული მშვიდობის დასამყარებლად.

შეხვედრის დროს ალენ სიმონიანმა სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

დღის ამბები