მოძრაობა "ნაბიჯის" წევრი, ლუკა ჭოხონელიძე დიღმის მთავარ სამმართველოში ადვოკატთან ერთად, გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც მან მედიას განუცხადა, ახლო მომავალში, ცილისწამებისთვის, აქტივისტ ალბი კორძაიას წინააღმდეგ სარჩელს წარადგენს.
"დღეს დასრულდა ერთი ნაწილი. ხვალიდან, უახლოეს დღეებში იწყება მეორე ნაწილი, როდესაც ცილისწამების წინააღმდეგ აუცილებლად შევიტანთ საჩივარს," - აცხადებს ლუკა ჭოხონელიძე.
ცნობისთვის, მოძრაობა "ნაბიჯის" წევრი, ლუკა ჭოხონელიძე, ოპოზიციონერმა აქტივისტმა, ალბი კორძაიამ სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში დაადანაშაულა.