ერისთავის თეატრმა გორში კიდევ ერთი სპექტაკლის პრემიერა გამართა. "მახინჯი" - ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელიც რეჟისორმა თამთა პოპიაშვილმა გერმანელი ავტორის მარიუს ფონ მაიენ ბურგის მიხედვით დადგა. სპექტაკლში ბევრი აქტუალური კითხვა ისმის.
საპრემიერო ჩვენებაზე მაყურებელს ერისთავის თეატრში დღეს საღამოსაც ელოდებიან.