"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, თენგიზ თევზაძე ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებას ეხმაურება.
თენგიზ თევზაძე ამბობს, რომ მკაცრად უნდა დაიცვან შეთანხმების წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციური ალიანსში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ შესაბამისი რეაგირება.
"რატომ შეიძლება, რომ რომელიმე პარტიამ ცალმხრივად აკრიტიკოს ოპოზიცია და უკუკრიტიკა აკრძალულია. არც კი ღირს ამ საკითხში სერიოზულად შესვლა. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა უნდა შეასრულოს ის შეთანხმება, რაზეც არიან ხელმომწერები. თუ არ შესრულდება დადგენილი და შეთანხმებული წესები, რა თქმა უნდა, ალიანსში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ შესაბამისი რეაგირება," - აცხადებს თენგიზ თევზაძე.