04 აგვისტო 2026,   10:22
ვრცლად
სტუდენტური ფესტივალი 2026 რუსთავში სტარტს 1 მაისს აიღებს - ფესტივალის გრანდიოზული საზეიმო გახსნა რუსთავის პარკში 20:00 საათზე გაიმართება

სტუდენტური ფესტივალი 2026, რუსთავში სტარტს 1 მაისს აიღებს. რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართება ტურნირი სპორტის შემდეგ სახეობებში: შვიდკაცა რაგბი, ძიუდო, ნარდი, შაში, ჭადრაკი. 

შეჯიბრებების დასრულების შემდეგ, 18 საათიდან, გაიმართება უნივერსიტეტების საზეიმო მსვლელობა რუსთავის პარკის მიმართულებით. 

საღამოს 20 საათზე  კი ფესტივალის გრანდიოზული საზეიმო გახსნა რუსთავის პარკში შედგება. 

სტუდენტური ფესტივალი წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს. 

სტუდფესტის ფარგლებში დაგეგმილია 45 კონკურსი-შეჯიბრი, როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით.

წელს ფესტივალის ერთ-ერთი სიახლეა მარათონი, რომელიც 14 ივნისს თბილისში გაიმართება - 5 კმ-იან დისტანციაზე სირბილში, სტუდენტების გარდა, მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
 
კულტურული მიმართულებით ღონისძიებები ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში გაიმართება. 

სოლიდურია საპრიზო ფონდი - ყველა გამარჯვებული 21 ივნისს, ფესტივალის გრანდიოზულ საზეიმო დახურვაზე დაჯილდოვდება.

წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის წოდებას ის უნივერსიტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ.  

რაც შეეხება სტუდენტური ფესტივალის სტარტის კონკრეტულ განრიგს 1 მაისს: 

11:00 - სპორტული აქტივობები რუსთავის სპორტის სასახლეში

18:00 - სტუდენტური ფესტივალი-2026-ის მონაწილე უნივერსიტეტების საზეიმო მსვლელობა

20:00 - ფესტივალის გახსნა რუსთავის ცენტრალურ პარკში

20:30 -  ჯგუფი "ურსას" სოლო კონცერტი

22:30 - დიჯეი

სტუდენტური ფესტივალის პარტნიორია საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, რუსთავის მერია და ახალგაზრდობის სააგენტო.

დღის ამბები