დასაქმების მიმართულება, განათლების რეფორმა, მიგრაცია და სპორტული ინფრასტრუქტურა რეგიონში - ეს ის თემებია, რაზეც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე სტუდენტებმა ყურადღება გაამახვილეს, დასვეს კითხვები და მიიღეს პასუხები.
შეხვედრის მიმდინარეობისას "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული და, მათივე თქმით, ის წინადადებები, რაც ახალგაზრდებმა დღეს შეხვედრაზე გაახმოვანეს, სამუშაო რეჟიმში გადავა.
"გვაქვს მოლოდინი, რომ რეგიონული კონფერენციების დასასრულს, ეს დიალოგი გადაიქცევა კონკრეტულ ნაბიჯებად და თითოეული ახალგაზრდა იმდენად ჩაერთვება პოლიტიკური პროცესების განხორციელების პროცესში, რომ ეს აუცილებლად შეუწყობს ხელს ამ რეგიონის განვითარებას. დღევანდელმა შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა," - განაცხადა განაცხადა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, მარიამ გრიგოლიშვილმა.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია, საერთო ჯამში, 10 რეგიონში გამართავს სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრას. მცხეთა-მთიანეთი მეხუთე რეგიონია, სადაც კონფერენცია დღეს გაიმართა. შემაჯამებელ შეხვედრას დედაქალაქი უმასპინძლებს.