04 აგვისტო 2026,   19:55
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სპეცრაზმის ახალი უფროსი წარადგინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ საგამოძიებო სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა.

ლევან ხარაბაძემ, სპეციალური დანიშნულების რაზმის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ზურაბ ცისკარიშვილმა სამსახურის უფროსს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

დღესვე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სპეცრაზმის ახალ ხელმძღვანელთან ერთად, სპეცრაზმის ინფრასტრუქტურა მოინახულა და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა.

დღის ამბები