04 აგვისტო 2026,   20:32
ვრცლად
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 65.2576 გრ. ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი (ფუძე)", რაც რეალიზაციის მიზნით დააფასოვა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე ერთ-ერთი ლოკაციიდან ამოიღეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 11,85 გრ. ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ"-ს, რომელიც 40 ცალად დააფასოვა.

აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს", -აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები