04 ივნისი 2026,   04:41
ვრცლად
მიმდინარე წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება - ლაშა აბაშიძე

თურქმენეთიდან ტვირთბრუნვის კიდევ უფრო ზრდას ველოდებით, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მონაწილეობა მიიღო თურქმენეთში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში და ასევე საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაში მონაწილეობდა.

როგორც ლაშა აბაშიძე აცხადებს, ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება.

"თურქმენეთის რკინიგზა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. წელს საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს - ტვირთბრუნვის დინამიკა მზარდია. ვფიქრობთ, რომ არსებობს პოტენციალი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.

დღის ამბები