ქართული ფილმი და კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები უახლოეს მომავალში კანადის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის კინოფესტივალებზე იქნება წარდგენილი, - განაცხადა ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა ლევან დვალმა.
კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონი ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვედრების ადგილი იყო, სადაც მსოფლიო დონის პროდიუსერებთან, ფესტივალების პროგრამერებსა და მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებთან პირისპირ დიალოგი კონკრეტული შედეგებით დასრულდა.