საგანმანათლებლო სივრცეში ფსიქოლოგიის მიმართულებით, მილანის კათოლიკას უნივერსიტეტთან თანამშრომლობა იწყება. შემუშავდება მომხმარებელთა ქცევისა და ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ბაკალავრებისთვის, ფსიქოლოგიის მიმართულებით, გაცვლითი პროგრამებს ითვალისწინებს.
შესაბამისი მემორანდუმი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და მილანის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. ფსიქოლოგიის ბაკალავრებს შესაძლებლობა აქვთ, ქართული და ევროპული დიპლომები მიიღონ.