09 ივნისი 2026,   17:30
ვრცლად
მოწმეები იყვნენ სასამართლოს მანდატურები, იდენტური ჩვენებები მისცეს - ანი ნადარეიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა.

სხდომაზე დაიკითხა პროკურატურის ორი მოწმე, მანდატურის თანამშრომლები.

ახალაიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის განცხადებით, მოწმეებმა იდენტური ჩვენებები მისცეს.

"მოწმეები იყვნენ სასამართლოს მანდატურები, ისევ და ისევ ამ სასამართლო სისტემის თანამშრომლები. მათი ჩვენებები მინდა გაჩვენოთ, რომელიც სასამართლოს მისცეს - აბსოლუტურად იდენტურია, ერთი ერთში", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

დღის ამბები