დიდი ფეხბურთი "რუსთავი 2-ზე" - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნამდე, სულ რაღაც 11 საათი რჩება. არხის ისტორიაში პირველად, დღეიდან, 19 ივლისის ჩათვლით, ტურნირის 104-ვე მატჩს "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. არხი საგანგებო რეჟიმზე გადადის. პლანეტის ყველაზე დიდი საფეხბურთო სანახაობის გასაშუქებლად "რუსთავი 2-ის" გუნდი უკვე მზად არის.
თავიდან ბოლომდე შეიცვალა სატელევიზიო ბადე და ის სრულად არის მორგებული მსოფლიო ჩემპიონატზე. პირდაპირი ტრანსლაციების პარალელურად, მაყურებელი ნახავს საფეხბურთო მიმოხილვებს და სიუჟეტებს. ერთმანეთს 8 კომენტატორი შეცვლის. არხი გრანდიოზულ სპორტულ მოვლენათა ციკლს პირდაპირ ეთერში "სეტანტასთან" ერთად გთავაზობთ.
მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება ერთდროულად სამ ქვეყანაში - შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში. წელს რეკორდულია ეროვნული ნაკრებების რაოდენობაც. 16 სტადიონი, მათ შორის, მეხიკოს "აცტეკა," სადაც დღეს გახსნის ცერემონიალი გაიმართება.
დღესვე შედგება პირველი მატჩი: მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის.