11 ივნისი 2026,   19:05
ვრცლად
ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.

ევროკომისიის პრეს-სპიკერის განმარტებით, ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე დელეგაციების მიზანი იმ გარემოებების გამოსწორებაზე მსჯელობაა, რამაც სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია.

"ეს არის სავიზო რეგულაციით გათვალისწინებული სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც ტარდება მაშინ, როდესაც აქტიურდება ვიზების შეჩერების მექანიზმი. ეს პროცესი მოჰყვა 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, საქართველოს დიპლომატიური სამსახურეობრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა თავდაპირველად 12 თვის ვადით შეჩერდა. ამ შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც გამოიწვია შეჩერება," - აცხადებს ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტი.

დღის ამბები