"ჰოტელ ინდიგო ბათუმი ოლდ თაუნ" - ბათუმში ახალი სასტუმრო გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სასტუმრო მე-19 საუკუნის ისტორიულ შენობაში განთავსდა, რომლის რეაბილიტაციაც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პრინციპების დაცვით განხორციელდა.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, საერთაშორისო ბრენდის ინვესტიცია რეგიონისთვის ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.