18 ივნისი 2026,   20:20
ვრცლად
ჩეხეთი - სამხრეთ აფრიკა, მატჩს "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში 20:00 საათზე შემოგთავაზებთ

დღევანდელი სათამაშო საღამო ჩეხეთისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრები გუნდების დაუპირისპირებით დაიწყება, რომელსაც ატლანტა უმასპინძლებს.

პირველ ტურში ჩეხეთის ნაკრებმა თავისი შეხვედრა, ბევრისთვის მოულოდნელად, სამხრეთ კორეასთან 1:2 დათმო და დღეს შეეცდება პირველი ქულების მოპოვებას. თუმცა, ეს იოლი არ იქნება, რადგან თავის მხრივ, მექსიკასთან სასტარტო მატჩი სამხრეთ აფრიკამაც წააგო.

დღესვე მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთ ისტორიულ მოვლენას ვიხილავთ - შეხვედრას ქალი არბიტრი გაუძღვება, რის შესახებაც ინფორმაციას ფიფა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ამერიკელი მსაჯი ტორი პენსო ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირების ყურადღების ცენტრში იქნება. პენსო 39 წლისაა, ის 2020 წლიდან ემსახურება MLS-ის მატჩებს და მუშაობს ნაკრებების ამხანაგურ თამაშებზე. ის მხოლოდ მეორე ქალია ისტორიაში, რომელმაც მთავარ არბიტრად იმუშავა კაცთა მუნდიალზე. პირველი იყო ფრანგი სტეფანი ფრაპარი, რომელმაც 2022 წლის ჩემპიონატზე კოსტა რიკისა და გერმანიის შეხვედრა იმსაჯა.

მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს "რუსთავი 2" 20:00 საათზე შემოგთავაზებთ.

 

დღის ამბები