მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში 4 შეხვედრა გაიმართა, მასპინძელი ამერიკა ავსტრალიას დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. ამერიკამ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მეორე შეხვედრა, შოტლანდიასა და მაროკოს შორის გაიმართა, აფრიკელები დასაწყისშივე, სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ მაროკომ, დაცვაში საიმედოდ ითამაშა, შოტლანდიელებს არანაირი შანსი არ მისცა და მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა. ამავე ჯგუფში, ბრაზილიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მარტივად აჯობა მეტოქეს. გუნდმა მთელი თამაში აკონტროლა და ჰაიტის ნაკრები 3:0 გაანადგურა. ბრაზილიელთა მხრიდან მატეუს კუნიამ დუბლი გააფორმა, მესამე გოლი კი ვინისიუს ჯუნიორმა გაიტანა.
სენსაციის გარეშე დღევანდელ სათამაშო დღესაც არ ჩაუვლია, ყველასთვის მოულოდნელად, თურქეთი პარაგვაისთან 1:0 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ პარაგვაი პირველი ტაიმის შემდეგ კაცნაკლული იყო, თურქებმა შეხვედრის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ამ წაგებით თურქეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა.