26 ივნისი 2026,   04:39
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, 00:00 საათზე ეკვადორისა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირება გაიმართება

MetLife Stadium-ზე ეკვადორისა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირება გაიმართება. ეკვადორი მოახლოებულ შეხვედრას 1 ქულით ხვდება და ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ტურში მხოლოდ მოგება ჰყოფნის. სებასტიან ბეკაჩეჩეს გუნდი პირველ ტურში უშუალო კონკურენტთან, კოტ-დ'იუვარის ნაკრებთან დამარცხდა, ხოლო მეორე შეხვედრაში ჯგუფის მთავარი აუტსაიდერის, კიურასაოს დამარცხება ვერ შეძლო და ამასთან გოლის გატანაც ვერ მოახერხა. იმ შემთხვევაში თუ, ბეკაჩეჩეს გუნდი გერმანიასთანაც ვერ შეძლებს გოლის გატანას, გახდება მეორე სამხრეთ ამერიკული ნაკრები მუნდიალების ისტორიაში, რომელიც ჩემპიონატს უგოლოდ დაემშვიდობება.

გერმანიის ნაკრები დღევანდელ შეხვედრას ნერვიულობის გარეშე ხვდება. იულიან ნაგელსმანის გუნდი ორი ტურის შემდეგ ოფიციალურად პირველი ადგილითაა ჯგუფიდან გასული და მათთვის მესამე შეხვედრას სატურნირო ცხრილში მნიშვნელობა აღარ აქვს. მიუხედავად ამისა, გერმანელმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ თერთმეტეულში მხოლოდ ორ ცვლილებას გეგმავს. ორივე იძულებითია - ტრავმირებული ნიკო შლოტერბეკისა და ნათანიელ ბრაუნის ნაცვლად, გერმანელთა შემადგენლობაში ანტონიო რუდიგერსა და დავიდ რაუმს ვიხილავთ.

მოახლოებული შეხვედრა მხოლოდ ერთი ნაკრებისთვისაა მნიშვნელოვანი, თუმცა გერმანელების სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, ეკვადორს ძალიან გაუჭირდება, რომ მეტოქის დამარცხება შეძლოს და პლეი-ოფში გავიდეს.

დღის ამბები