მსოფლიო ჩემპიონატი "რუსთავი 2-ზე" გრძელდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა პარაგვაი-ავსტრალიის დაპირისპირება, რომელიც ფრედ დამთავრდა, თურქეთი-ამერიკის შეერთებული შტატები კი თურქეთის უპირატესობით - 3.2.
ამ მოცემულობით, თურქეთი მაინც დაემშვიდობა მუნდიალს, პარაგვაიმ დაიკავა მესამე ადგილი, ამერიკამ და ავსტრალიამ კი პლეი-ოფის საგზურები გაინაღდეს.
მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში ბოლო, მესამე ტური ჩატარდა.
ეკვადორმა გერმანიას თამაში შემოუტრიალა და საბოლოოდ ანგარიშით 2:1 მოიგო, ამგვარად 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა, გერმანია კი 6 ქულით ჯგუფის გამარჯვებული გახდა. ხოლო კოტ-დივუარმა კურასაო 2:0 დაამარცხა, თავდამსხმელმა პეპემ დუბლი შეასრულა და 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა - გერმანიას ის მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩა. კიურასაო კი 1 ქულით ჯგუფში ჩარჩა.