თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებმა გეგმური სამხედრო სწავლება ჩაატარეს.
მე-5 საარტილერიო ბრიგადამ საველე წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე საბრძოლო სროლებით დაასრულა, მე-2 ქვეითმა ბრიგადამ კი სამკვირიანი სიტუაციური სწავლება ორფოლოს სასროლეთზე ჩაატარა.
საველე წვრთნების მიზანი ქვედანაყოფების კოორდინირებული მოქმედება, საბრძოლო შესაძლებლობებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებაა.