ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისის 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
თბილისის მერიის ცნობით, დროებითი შეზღუდვა შეეხება მოედნის ტერიტორიას, რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ რუსთაველის გამზირიდან რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით.