08 ივლისი 2026,   01:24
ვრცლად
თუკი ევროკავშირი ფიქრობს შეცვალოს ხმის მიცემის პროცედურები, ეს უნდა ეხებოდეს ყველას თანაბრად - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაზე - ევროკავშირის გაფართოება, პროცესის პოლიტიზება, ბრიუსელის წინაპირობები, როგორც შემაფერხებელი ფაქტორი კანდიდატი ქვეყნებისთვის და ერთიანობის მნიშვნელობა - ეს იყო მთავარი თემები, რაზეც სპიკერმა მიმართვაში ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ჟურნალისტებთან საუბრისას, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ, ხმის მიცემის დროს, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს.

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვქონდა მოკლე გაცვლა მოსაზრებების და, სხვადასხვა ხარისხის წევრობასთან დაკავშირებით, ყველას აქვს ერთნაირი პოზიცია - შეუძლებელია, იყო ორგანიზაციის წევრი და იყო მეორე ხარისხოვანი. თუკი ევროკავშირი ფიქრობს, რომ შეცვალოს ხმის მიცემის პროცედურები, ეს უნდა ეხებოდეს ყველას თანაბრად და არა ისე, რომ ახალ წევრებს ჰქონდეთ უფრო ნაკლები უფლებები, ვიდრე ე.წ. ძველ წევრებს.

არ უნდა ჩაიყენოს ევროკავშირმა თავად კომიკურ მდგომარეობაში თავი და ორუელისეული "ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორი" - არ უნდა აქციონ რეალობად," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

დღის ამბები